Tuesday, June 27, 2017

მეცხრე დღე

   წარვადგინეთ ჩემი პროექტის პრეზენტაცია, მოვისმინე პედაგოგების რეკომენდაციები, განვაახლე ჩემი პროექტის გეგმა და სხვა მასალები და გამოვაქვეყნე ბლოგზე.
 შევაფასე სხვა მასწავლებლების პროექტები და მივეცი რეკომენდაცია.
  ეს ტრენინგი გამომადგება სასწავლო პროექტის გეგმის დაწერაში. კარგი იქნება ხშირად თუ ჩაგვიტარდება ტრენინგები, რაც დამეხმარება ცოდნის გაღრმავებაში.
დიდი მადლობა.

Saturday, June 17, 2017

მეშვიდე დღე

 დღეს გავეცანი დიფერენცირებულ სწავლებას , ბლუმის და გარდნერის მატრიცას , შევავსეთ კითხვარები.
 დიდი მადლობა.

Sunday, June 11, 2017

მეექვსე დღე

დღეს განვიხილე ჩემი პროექტის სასწავლო პროცედურები, ჩავასწორეთ სხვადასხვა აქტივობები, გავეცანი შეფასების ხუთ მიზანს, დავიწყე მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასებების განხილვა, შევიმუშავე ჯგუფური მუშაობის რუბრიკა. დავგეგმე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და გავეცანი სასწავლო პროექტის გეგმის შეფასებას.
 დღევანდელი მეცადინეობა გამომადგება სასწავლო პროექტის გეგმის შედგენაში.
დიდი მადლობა

Saturday, June 10, 2017

მეხუთე დღე





დავხვეწე შეფასების ფორმები, მეთოდები. დავასრულე პრეზენტაცია  და ჩავაშენე ბლოგზე. განვიხილე შეფასების სხვადასხვა სტრატეგიბი.

Sunday, June 4, 2017

მეოთხე დღე

  დღეს დავწერე სწავლის შედეგები, შევიმუშავე შეფასების დროის ჩარჩო,  დავიწყე პრეზენტაციის შექმნა.
  დრევანდელი დღე გამომადგება საგაკვეთილო პროცესში.
მადლობა.

Saturday, June 3, 2017

მესამე დღე

 დღეს მე შევისწავლე სტანდარტების მოძიება და მორგება სასწავლო პროექტში, შევიმუშავე 21- ს. უნარჩვევები და მიზნობრივი კითხვები.
 ტრენინგი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. რაც გამომადგება პროექტის დაწერის დროს. დიდი მადლობა.